ბეჭდვა |/ დახურვა
 

ბაკალავტიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა საყურადღებოდ

2013-03-06

ბაკალავტიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა საყურადღებოდ

2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ცხრილები ფაკულტეტის ოფიციალურ ვებ. გვერდზე განთავსდება მიმდინარე წლის 25 თებერვალს, 15 საათზე (გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ სტუდენტისათვის ლექციათა განრიგის პოვნის გაადვილების მიზნით, ცხრილები დაემატება მთავარ მენიუს დამოუკიდებელ განყოფილებად).

აკადემიური რეგისტრაციები დაიწყება 28 თებერვალს. სერვერის გადატვირთულობის მიზეზით ტექნიკური ხარვეზების თავიდან ასაცილებლად იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთათვის ფაკულტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ბაზები გაიხსნება 28 თებერვლის 15 საათზე. სავალდებულო საგნებზე ადგილების დამატება მოხდება სტუდენტთა მოთხოვნის შესაბამისად, არც ერთი სტუდენტი არ დარჩება სავალდებულო საგანზე რეგისტრაციის გარეშე.

არჩევით დისციპლინებზე რეგისტრაცია მოხდება პრინციპით ,,დროში პირველი - უფლებაში უპირატესი“. მიმდინარე სემესტრში შეთავაზებულია ასეთი დისციპლინების ფართო არჩევანი.

ამასთან ერთად გაცნობებთ, რომ აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ შეგიძლიათ მოგვწეროთ sms.tsu.ge –დან გრაფაში ,,აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემები“. თუ ვერ დარეგისტრირდით რომელიმე სავალდებულო ან არჩევით დისციპლინაზე, გთხოვთ sms.tsu.ge –ს, ,,აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემების“ გრაფიდან გამოგვიგზავნოთ შეტყობინება საგნის მითითებით. აღნიშნული იქნება გათვალისწინებული ადგილების დამატებისას.

უკუკავშირის გაუმჯობესების მიზნით თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის facebook-ის გვერდზე შექმნილია ჯგუფი ,,თსუ-იურიდიული ფაკულტეტი, გაზაფხულის სემესტრის აკადემიური რეგისტრაციები“, სადაც ასევე არის შესაძლებელი განხილულ იქნას არსებული პრობლემები.

საგნებზე სტუდენტთა დარეგისტრირებისას თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ასევე გაცნობებთ, რომ არჩევით საგნებზე ადგილები დაემატება 28 თებერვალს განუწყვეტლივ, მთელი დღის მანძილზე, ხოლო 1 მარტიდან შესაძლებლობის ფარგლებში - დღის 12 და 15 საათზე.

გისურვებთ სასურველი ინდივიდუალური ცხრილის შედგენას!

Print

« იხ. ყველა სიახლე