ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-05-23

საქართველოს პროკურატურა აცხადებს სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს



გაცნობებთ, რომ საქართველოს პროკურატურაში გამოცხადებულია სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი. საკონკურსო განაცხადის (აპლიკაციები) მიიღება 2017 წლის 15 მაისიდან დაიწყო და 2017 წლის 28 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პირი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ჰქონდეს იურიდიული განათლება, ან იმყოფებოდეს დამამთავრებელ კურსზე.  აპლიკანტის ასაკი განსაზღვრულია 21 წლიდან ზემოთ.
თუ გსურთ გახდეთ საქართველოს პროკურატურის გუნდის წევრი და აკმაყოფილებთ წარმოდგენილ მოთხოვნებს
სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, საკონკურსო განაცხადი (აპლიკაცია) უნდა წარმოადგინოთ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით. სააპლიკაციო განაცხადს თან უნდა ერთვოდეს: მოქალაქის  პირადობის მოწმობა, დიპლომის ასლი (ან ცნობის ასლი ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე სწავლის შესახებ) და სერტიფიკატის ასლი პროკურატურის, მოსამართლის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ. საკვალიფიკაციო სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში, პირს არ ეკრძალება კონკურსში მონაწილეობა. მისი წარდგენა აუცილებელი იქნება სტაჟირების ეტაპის წარმატებით გავლისა და დანიშვნის შემთხვევაში.
შესარჩევი კონკურსი 3 ეტაპად განხორციელდება და მოიცავს შემდეგ ძირითად საფეხურებს:
•    პროფესიული ტესტირება;
•    ტესტირება  ზოგად უნარებში;
•    გასაუბრება.
ყველა საკონკურსო ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ გაიარონ 1 წლამდე ანაზღაურებადი სტაჟირება საქართველოს პროკურატურაში. ხელფასის ოდენობა ყოველთვიურად 480 ლარს შეადგენს, რასაც წინ უძღვის სტაჟიორთა მოსამზადებელი სასწავლო კურსი, რომელსაც საქართველოს პროკურატურის წამყვანი სპეციალისტები და მენეჯერები უძღვებიან.
სტაჟირების კონკურსი ნებისმიერი მსურველისათვის არის საუკეთესო გზა დასაქმდეს და განავითაროს საკუთარი კარიერა საქართველოს პროკურატურაში.
ბოლო წლების განმავლობაში პროკურატურის ორგანოებში სტაჟირება 500-ზე მეტმა პირმა გაიარა. დღეისათვის საქართველოს პროკურატურაში პროკურორების და გამომძიებლების 50%-ზე მეტი სწორედ სტაჟირების გზით არის დასაქმებული,  მათ შორის,  მენეჯერულ პოზიციებზე მყოფი  პირები: მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსები და მოადგილეები, სამმართველოს უფროსები, საოლქო და რაიონული პროკურორები და მათი მოადგილეები.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები, რომლებმაც გამართეს შეხვედრა სტუდენთებთან და გააცნეს სტაჟირების პირობები. იხ. პრეზენტაცია.

დამატებითი ინფორმაციისათვის კონკურსანტებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს პროკურატურის ორგანოებში  სტაჟირების გავლის კომისიის სამდივნოს  ტელეფონის შემდეგ ნომრებზე: 240 52 40 / 240 52 07  / 595 07 53 17

Print

« იხ. ყველა სიახლე