ბეჭდვა |/ დახურვა
 

სტუდენტთა 72-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია

2012-12-16

სტუდენტთა 72-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე თსუ მეორე კორპუსის

მცირე საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია N135) გაიმართება სტუდენტთა 72-ე

საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია იურიდიული ფაკულტეტის სტუდეტთათვის.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა რეგისტრაციისათვის ელექტრონული

ფოსტის მისამართზე law@tsu.ge მიმდინარე წლის 20 დეკემბრის 18:00 საათამდე უნდა

გამოგზავნონ შემდეგი ინფორმაცია:

* მოხსენების სახელწოდება

* საკონტაქტო მონაცემები

თემის ველში მითითებულ უნდა იქნეს "72–ე კონფერენცია".

საკონფერენციო მოხსენება შესაძლოა მომზადდეს სამართლის ნებისმიერი მიმართულებით.

გამარჯვებული მომხსენებელი ვალდებული იქნება ამა წლის 25 დეკემბრის ჩათვლით

ელექტრონული ფოსტის ამავე მისამართზე გამოგზავნოს გამარჯვებული მოხსენების ტექსტი,

რომელიც გამოქვეყნდება საკონფერეციო მასალების კრებულში.

გამარჯვებულ სტუდენტთა საზეიმო დაჯილდოება გაიმართება მიმდინარე წლის 29 დეკემებერს.

Print

« იხ. ყველა სიახლე