ინფორმაცია დაინტერესებული სტუდენტებისათვის და ახალგაზრდა იურისტებისათვის!
2017 წლის 10-21 ივლისს, ვიადრინის ევროპული უნივერსიტეტი (ფრანგფურტი, გერმანია), საზაფხულო სკოლის ფარგლებში, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს და ახალგაზრდა იურისტებს გთავაზობთ სემინარს თემაზე
"ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სისტემა", რომელიც ჩატარდება გერმანიაში, აღნიშნული უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
სამუშაო ენა იქნება ინგლისური. საზაფხულო სკოლის მონაწილეებისათვის პროგრამა ითვალისწინებს
10 ECTS კრედიტს/ქულას. პროგრამაში მონაწილეობის გადასახადი შეადგენს
490 ევროს, რომელშიც შედის როგორც
სწავლების, ისე საცხოვრებლისა და სამჯერადი კვების ხარჯები პროგრამის მიმდინარეობის მთელი დროის განმავლობაში.
მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ
ვებ გვერდს.
შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირით შემდეგ ელ-ფოსტაზე:
jursok@europa-uni.de