ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-03-07

იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტების საყურადღებოდ


იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის სემინარების განრიგი იურიდიული ფაკულტეტის ოფიციალურ ვებ. გვერდზე განთავსდა 5 მარტის 17:00 საათზე. სტუდენტებისათვის ბაზები გაიხსნება და  სემინარების არჩევა შესაძლებელი იქნება  
7 მარტის 17:00 საათიდან.


ბაზაში ყველა საგნის სემინარი გაიხსნება ერთდროულად.

  მიაქციეთ ყურადღება, რომ სასემინარო ნაკადებთან ერთად გექნებათ უცხო ენების არჩევის შესაძლებლობა. უცხო ენებს ფაკულტეტს სთავაზობს უცხო ენათა ცენტრი და უცხო ენის დონესთან, ჯგუფის გაცვლასთან ან სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 9 მარტიდან შეგიძლიათ მიმართოთ ენათა ცენტრს, მეხუთე აკადემიური კორპუსი.
ტელ. 2253048.

  იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ სტუდენტები შეძლებენ სწორად დაგეგმონ თავიანთი სასემინარო განრიგი და თავიდან აიცილონ ლექცია/სემინარების დროის დამთხვევის ცალკეული შემთხვევები ან მოაგვარონ ეს პრობლემები საკუთარი ძალებით (სასემინარო ნაკადის შეცვლის ან სხვა გზით). ამასთან გაცნობებთ, რომ სტანდარტული ცხრილით არც ერთი სავალდებულო საგანი ერთმანეთს არ ემთხვევა, ხოლო მათთვის, ვინც სწავლობს არასტანდარტული ცხრილით (გადმოსულია მობილობით ან აქვს აკადემიური დავალიანება) დამთხვევების რისკი მეტია.

  სტუდენტისათვის გამოუსწორებელი დამთხვევების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვმართოთ sms.tsu.ge-დან, ,,აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემები“ (ან იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიით შემოსული წერილით, სადაც აღწერილი იქნება თქვენი პრობლემა და მისი მოგვარების თქვენთვის სასურველი შესაძლო გზები). ყველა განცხადება განიხილება 11 მარტის ჩათვლით  და შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული იქნება თქვენი თხოვნა.
ამასთან ერთად გაცნობებთ, რომ დამამათავრებელი სემესტრის სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით რამდენიმე უცხოენოვან დისციპლინას დაემატა ადგილები და შესაძლებელი იქნება რეგისტრაცია.

გისურვებთ წარმატებებს !

Print

« იხ. ყველა სიახლე