ბეჭდვა |/ დახურვა
 

სამართლებრივი გერმანულის კურსი ბაკალავრიატის სტუდენტთათვის

2012-09-18

სამართლებრივი გერმანულის კურსი ბაკალავრიატის სტუდენტთათვის

ცხადდება რეგისტრაცია საგანში ,,სამართლებრივი გერმანული“. განაცხადის შემოტანა

შეუძლიათ ბაკალავრიატის მხოლოდ მე-5 და შემდგომი სემესტრის სტუდენტებს.

კრედიტების რაოდენობა: 8 ECTS

კურსის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი

სტუდენტთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. გერმანული ენის ცოდნის

დამადასტურებელი B2 დონის შესაბამისი სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში

სტუდენტი განთავისუფლდება გასაუბრებისაგან.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2012 წლის 1 ოქტომბერი.

რეგისტრაციისათვის გამოაგზავნეთ საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, სემესტრი,

მობ. ტელეფონის ნომერი, პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართი) შემდეგ

ელექტრონულ მისამართზე: giorgi.chakvetadze@tsu.ge

გერმანული ენის B2 დონის სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში, რეგისტრაციისათვის

მიმართეთ გიორგი ჩაკვეტაძეს, თსუ მე–2 კორპუსი, ოთახი #124, ტელ.: 032 2290596

მობ.: 577161907, Email: giorgi.chakvetadze@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე