ბეჭდვა |/ დახურვა
 

დასაქმების ფორუმი - 2013

2013-02-25

დასაქმების ფორუმი - 2013

12 აპრილს „დასაქმების სააგენტო ეიჩარი“ მართავს დასაქმების ფორუმს თბილისში.

ფორუმზე წარმოდგენილი იქნებიან საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, რომელთა წარმომადგენლები აპლიკანტებს პირისპირ გაესაუბრებიან.

მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის III-IV კურსის სტუდენტებს სტუდენტებს გეძლევათ შანსი კომპანიებს გააცნოთ საკუთარი თავი და დაიწყოთ თქვენთვის სასურველი კარიერის შექმნა. ასევე „დასაქმების სააგენტო ეიჩარი“ ქმნის რეზიუმეების ბაზას და აწვდის მას კომპანიებს, რომელიც შემდგომ გამოყენებული იქნება ახალი ვაკანსიების გამოცხადების შემთხვევაში. ამისათვის გთხოვთ, თანდართული აპლიკაციის

ფორმა შეავსოთ და გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:E-mail: cvjobfair@hr.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ თქვენი უნივერსიტეტის და ფაკულტეტის დასახელება.

დასაქმების ფორუმამდე დაიგეგმება შეხვედრა სტუდენტებთან, რის შესახებაც წინასწარ მიიღებთ ინფორმაციას.

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: Tel: (+995 32) 2 19 33 33 (105)

გისურვებთ წარმატებებს!

Print

« იხ. ყველა სიახლე