ბეჭდვა |/ დახურვა
 

ვაკანსიები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში

2013-03-02

ვაკანსიები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს კანდიდტთა შერჩევას სხვადასხვა პოზიციაზე. სტუდენტთა დასაქმების შესახებ აღნიშნული ინიციატივა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

კონკურსში მონაწილეობის მიზნით თსუ–ის სტუდენტებმა ელექტრონული ფოსტის მისამართზე E-mail: law@tsu.ge უნდა გამოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1) ბიოგრაფია (CV), რომელიც უნდა შეიცავდეს:

1.1) აპლიკანტის პირად მონაცემებს, მათ შორის ფოტოსურათს და საკონტაქტო რეკვიზიტებს

1.2) ინფორმაციას ენობრივი კომპეტენციის შესახებ

1.3) ინფორმაციას პირადი მიღწევების შესახებ, მათ შორის აკადემიური (შესრულებული სამეცნიერო ნაშრომების, „ტრეინინგებში“, სემინარებში, კონფერენციებში, სკოლებში, ფორუმებში მონაწილეობის, კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატებისა და სხვათა თაობაზე) თუ სოციალური და სპორტული აქტივობების შესახებ

1.4) ინფორმაციას კომპიუტერული პროგრამების ცოდნის (ე. წ. „computer literacy“) შესახებ

2. სამოტივაციო წერილი შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

2.1) მოტივაციის დასაბუთებულობა, თუ რატომ სურს აპლიკანტს შსს–ში დასაქმება

2.2) შსს–ს რომელ სამსახურს მიიჩნევს აპლიკანტი მისთვის შესაფერისად (შსს–ის სტრუქტურა მოცემულია მის ვებ–გვერდზე (http://www.police.ge) სტრუქტურის განყოფილებაში (სამინისტრო –> სტრუქტურა და ფუქნციები))

2.3) მოტივაციის წერილის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 100 (ასი) სიტყვას

3) უახლესი ელექტრონული ამონაწერი სტუდენტის სასწავლო აღრიცხვის ბარათიდან

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 5 მარტი, 18:00 სთ. ელექტრონული გზავნილისას აუცილებელია თემის ველში სათანადო მითითება „ვაკანსიები – შსს“.

აპლიკანტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ მხოლოდ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში.

დამატებითი შეკითხვებით მოგვმართეთ ელექტრონული ფოსტის ამავე მისამართზე E-mail: law@tsu.ge თემის ველში იდენტური მითითებით „ვაკანსიები – შსს“

Print

« იხ. ყველა სიახლე