ბეჭდვა |/ დახურვა
 

მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების ფორმატი

2012-09-09

მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების ფორმატი

მაგისტრატურაში მისაღები გამოცდები ჩატარდება შემდეგი ფორმატით:



კერძო სამართლის მიმართულებით:



ორი თეორიული საკითხი მატერიალური სამართლიდან (თითოეული საკითხი შეფასდება 30

ქულის ფარგლებში) და ერთი კაზუსი სამოქალაქო საპროცესო სამართლიდან

(შეფასდება 40 ქულის ფარგლებში).

სისხლის სამართლის მიმართულებით:



ორი თეორიული საკითხი (თითოეული საკითხი შეფასდება 30 ქულის ფარგლებში) და ერთი

კაზუსი (შეფასდება 40 ქულის ფარგლებში).

საჯარო სამართლის მიმართულებით:

ორი თეორიული საკითხი კონსტიტუციური სამართლიდან (შეფასდება ჯამში 50 ქულის

ფარგლებში) და ერთი კაზუსი ადმინისტრაციული სამართლიდან

(შეფასდება 50 ქულის ფარგლებში).

საერთაშორისო სამართლის მიმართულებით:

4 თეორიულ - ანალიტიკური საკითხი (თითოეული ფასდება 25 ქულის ფარგლებში),

რომელიც მოითხოვს მის განმარტებასა და ანალიზს.

საკითხი უნდა იყოს განხილული მაქსიმალურად ამომწურავად, მაგრამ ლაკონურად.

საკითხის განხილვისას, საჭიროა საკითხთან დაკავშირებული წყაროების ამომწურავი

მითითება და ანალიზი. მსჯელობისას უნდა იყოს განხილული შესაძლო მაგალითები

საქართველოს პრაქტიკიდან. შეფასებისას გათვალისწინებული იქნება წერის კულტურა

(ნაწერი წაკითხვა სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს კალიგრაფიისა და სხვა მიზეზის გამო)

და აკადემიური წერის ნორმების ცოდნა.

ნორმატიული მასალის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კაზუსის ამოხსნისას.

გამოცდის ხანგრძლივობაა 3 საათი.

Print

« იხ. ყველა სიახლე