2014-07-22
სსიპ “იუსტიციის სახლი” ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-4 კურსელებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს სტაჟირებას -საზაფხულო სასწავლო პრაქტიკას.
სტუდენტები თავდაპირველად გაივლიან 2 კვირიან ტრენინგს (როგორც თეორიული - 1 კვირა , ისე პრაქტიკული 1 კვირა), ტრენინგის შემდგომ წარმატებული სტუდენტები დაინიშნებიან 1-დან 3 თვემდე ვადით (საჭიროებიდან გამომდინარე) სტაჟორებად თბილი
სის და რუსთავის იუსტიციის სახლებში, სადაც მიეცემათ შესაძლებლობა, გამოიყენონ ტრეინინგების პერიოდში ათვისებული ცოდნა და მიიღონ მოქალაქეებთან მუშაობის გამოცდილება.
მომავალში, გამოცხადებული ვაკანსიების დროს თავისთავად მათ ექნებათ მეტი შანსი დასაქმდნენ სსიპ „იუსტიციის სახლში“, ვიდრე სხვა ნებისმიერ მსურველს.
სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე მაინც, უპირატესობა მიენიჭებათ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს.
მსურველებმა უნდა გაგზავნოთ რეზუმე 30 ივლისამდე, ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: teamiranashvili@psh.gov.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: თსუ - სახელი, გვარი.
სტუდენტები 4 აგვისტოდან შეუდგებიან სტაჟირებას, ძირითადად სივრცის კონსულტანტის პოზიციაზე.
გისურვებთ წარმატებებს
« იხ. ყველა სიახლე