ბეჭდვა |/ დახურვა |
უზენაესი სასამართლოს შენობის 120 წლისთავთან დაკავშირებით
საქართველოს უზენაესი სასამართლო აცხადებს
სტატიების კონკურსს
სტუდენტებს შორის თემაზე:
“
საკასაციო
სასამართლოს როლი მართლმსაჯულების განხორციელებაში
”.
სასურველია, წარმოდგენილი
ნაშრომი შეეხებოდეს ერთ-ერთ ქვემოთ მოცემულ
თემატიკას:
·
სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის სტანდარტი
ადამიანის უფლებათა ვეროპული სასამართლოს მიხედვით;
·
უზენაესი სასამართლოს როლი პრეცედენტული სამართლის ჩამოყალიბებაში,
სხვადასხვა სამართლებრივი სისტემების მიმოხილვით;
·
სასამართლო გადატვირთულობის პრობლემა და მისი გადაჭრის
საშუალებები უცხოური გამოცდილების მიხედვით;
·
სასამართლო და სოციალური მედია;
·
სასამართლო პრაქტიკის არაერთგვაროვნების პრობლემა და
მისი დაძლევის გზები.
ნაშრომი არ უნდა აღემატებოდეს 3000 სიტყვას და უნდა იყოს შესრულებული ქართულ
ენაზე.
სავალდებულოა აკადემიური წერის ძირითადი პრინციპების
დაცვა და გამოყენებული მასალის მითითება სქოლიოებისა და ბიბლიოგრაფიის სახით. პლაგიატიზმის
შემთხვევაში, კონკურსანტი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.
წარმოდგენილ მასალებს
შეაფასებს საკონკურსო კომისია. საპრიზო ადგილის მფლობელი ნაშრომი (ნაშრომები) გამოქვეყნდება
ჟურნალში „მართლმსაჯულება და კანონი“, განთავსდება სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში, ასევე გათვალისწინებულია ფასიანი საჩუქრები.
მონაწილეებმა
სტატიები უნდა გაგზავნონ
ა.წ. 22 ნოემბრამდე
შემდეგ ელ. ფოსტაზე:
tornike.getsadze@
supremecourt.ge
კონკურსი ტარდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობის 120 წლისთავთან
დაკავშირებით დაგეგმილი საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში.