ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-06-09

შეხვედრა დოქტორანტურის საგანმანათლებლო კონკურსში გამარჯვებულ დოქტორანტებთან!

	10 ივნისს, 11:00 საათზე  გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის  გენერალური დირექტორის  შეხვედრა დოქტორანტურის საგანმანათლებლო კონკურსში გამარჯვებულ დოქტორანტებთან. შეხვედრა შედგება საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (საჯარო ბიბლიოთეკა). 
გთხოვთ, მსურველებმა 7 ივნისამდე (კვირა) ელექტრონული ფოსტის (info@rustaveli.org.ge) საშუალებით დაგვიდასტუროთ დასწრება და მონაწილეობა. ასევე გთხოვთ, თუ გაქვთ კითხვები წინასწარ მოგვწეროთ, რომ დავაჯგუფოთ მსგავსი შეკითხვები და გადავცეთ პრემიერ-მინისტრს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრსა და ფონდის გენერალურ დირექტორს კითხვა-პასუხის ფორმატის განსაზღვრისთვის
Print

« იხ. ყველა სიახლე