ბეჭდვა |/ დახურვა
 

იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

2010-02-22

იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ბრძანება №:03/01-01
21.01.2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის,34-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, 35-ემუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" მე-4, მე-6, მე-11, მე-15 მუხლების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულების 2009 წლის 13 ნოემბრის №215/02-01 ბრძანების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორთა ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად;
  2. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 2 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტი;
  3. კონკურსი გამოცხადდეს 2010 წლის 21 იანვარს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2010 წლის 22 თებერვლიდან 2010 წლის 9 მარტამდე, კონკურსი ჩატარდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 და არაუგვიანეს 2 თვის ვადაში;
  4. კონკურსი ცხადდება იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებზე:
  5. სისხლის სამართლის მიმართულება – 2 საშტატო ერთეული;

    სამართლის მეთოდების მიმართულება - 1 საშტატო ერთეული;

  6. ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება თვეში არანაკლებ 675 (ექვსას სამოცდათსუთმეტი) ლარით;
  7. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
    ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
    ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
    გ) ავტობიოგრაფია (CV)
    დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
    ე) სამოტივაციო წერილი;
  8. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე, 2010 წლის 22 თებერვლიდან 2010 წლის 9 მარტამდე. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. №3 (II კორპუსი) 1 სართული (იურიდიული ფაკულტეტის კანცელარია) ოთახი №117;
  9. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს თსუ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე
  10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის დეკანის წარდგინება №682/02 14.01.2010წ.

Print

« იხ. ყველა სიახლე