ბეჭდვა |/ დახურვა
 

კვლევითი სტიპენდია პროფესორებისათვის

2012-12-12

კვლევითი სტიპენდია პროფესორებისათვის

Wissenschaftskollegzu Berlin-ის პროგრამა „სამართლის კულტურა“ (Rechtskulturen)

აცხადებს განაცხადებების მიღებას 7 კვლევით სტიპენდიაზე. სტიპენდიები განკუთვნილია

მკვლევართათვის, რომელთაც აქვთ დოქტორის აკადემიური ხარისხი და სურთ

იურისპრუდენციის ფუნდამენტური და მწვავე პრობლემატიკის კვლევა.

სტიპენდია მოიცავს 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 31 ივლისამდე პერიოდს და

შეადგენს ყოველთვიურად 2 500 ევროს. გარდა ამისა, სტიპენდიანტებს მიენიჭებათ

ჰუმბოლტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული წევრის სტატუსი,

რაც მათ გერმანიის წამყვანი იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკით შეუზღუდავი

სარგებლობის უფლებას მისცემს. კანდიდატებს დოქტორის აკადემიური ხარისხი მოპოვებული

უნდა ჰქონდეთ არაუმეტეს 5 წლით ადრე განაცხადის წარდგენამდე.

განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2014 წლის 10 იანვრიდან 24 იანვრამდე.

კანდიდატმა უნდა წარადგინოს:

• CV;

• კვლევითი პროექტი, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 20 000 სიმბოლოს

(სქოლიოების ჩათვლით);

• კანდიდატის სამი ნაშრომის შესახებ ბიბლიოგრაფიული მონაცემები. გარდა ამისა,

კანდიდატმა უნდა წარადგინოს საკუთარი საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომი PDF ფორმატში;

• ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო მონაცემები.

განაცხადები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

• აკადემიური მიღწევები;

• სიახლე;

• რეგიონალური მასშტაბი;

• ინტერდისციპლინარული მიდგომა;

• ბერლინში მკვლევარებთან სამეცნიერო კონტაქტების დამყარების პოტენციალი.

შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ 2013 წლის აპრილის შუა რიცხვებში.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე: http://www.rechtskulturen.de/en/call-for-applications.html

კითხვების შემთხვევაში მიმართეთ: rechtskulturen@trafo-berlin.de

Print

« იხ. ყველა სიახლე