ბეჭდვა |/ დახურვა |
სტიპენდიის მიღების მსურველმა სტუდენტებმა უნდა წარადგინონ:
1) პირადი განცხადება იურიდიული ფაკულტეტის დეკანის სახელზე;
2) პირადობის მოწმობის ასლი;
3) თსუ-ს ან უცხო ქვეყნის ფარგლებში წინა სემესტრში ჩატარებულ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4) გამოქვეყნებული ნაშრომის სათაური, ხელმძღვანელი, გამოცემის ადგილი და პერიოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
5) საბანკო ანგარიშის ნომერი (თუ ადრე სტუდენტს აუღია სტიპენდია).
საბუთების მიღება იწარმოებს 9 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით, 17:00 სთ-მდე.
საბუთების მიღება იწარმოებს იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში.
განცხადების ფორმა იხილეთ ფაკულტეტის ვებ-გვერდზე www.law.tsu.ge
იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია