ბეჭდვა |/ დახურვა |
გერმანიის აკადემიური ურთიერთგაცვლის სამსახურის (DAAD) პროექტის ფარგლებში საქართველოში იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს (სამართლის დიპლომირებულ სპეციალისტს, სამართლის ბაკალავრსა და სამართლის მაგისტრს) საქართველოში ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა) , მოიპოვონ კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი (Magister Legum, LL.M Köln).
პროგრამის ხანგრძლივობაა ორი სემესტრი. სწავლა მიმდინარეობს კიოლნის უნივერსიტეტის სამაგისტრო სასწავლო პროგრამით. ლექციებს წაიკითხავენ კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, რომელნიც ევროპაში სახელგანთქმული ექსპერტები არიან სამართლის შესაბამის დარგებში.
პროგრამის ფარგლებში მოხდება სტუდენტების მივლინება გერმანიაში, სადაც ისინი 2 თვეს დაყოფენ კიოლნის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტებს მიენიჭებათ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების, კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
კიოლნის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს მიეცემათ შესაძლებლობა, მოიპოვონ სტიპენდია კიოლნის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად.
სამაგისტრო პროგრამა დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ევროპული დონის განათლებასა და შესანიშნავ სასწავლო გამოცდილებას, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტების ინტელექტუალური და კულტურული თვალსაწიერის გაფართოებას და, რაც მთავარია, ევროპის შრომის ბაზრისთვის მაღალრეიტინგული კადრების მომზადებას.
პროგრამაში ჩასარიცხად განაცხადის გაკეთება:სამაგისტრო პროგრამაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს სამართლის დიპლომირებული სპეციალისტის, სამართლის ბაკალავრის ან სამართლის მაგისტრის დიპლომი და გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი ერთ-ერთი შემდეგი სერტიფიკატი:
ზემოთ მითითებული სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, სამაგისტრო პროგრამაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა ჩააბაროს მინიმუმ B2 დონის გამოცდა გერმანულ ენაში, რომელსაც ატარებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენათა ცენტრი.
პირი, რომელიც საბუთების მისაღებად გათვალისწინებულ ვადაში წარმოადგენს დიპლომირებული სპეციალისტის, სამართლის ბაკალავრის ან სამართლის მაგისტრის დიპლომსა და გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელ ერთ-ერთ ზემოთ მითითებულ სერტიფიკატს, კიოლნის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაში არსებული ვაკანსიის ფარგლებში ჩაირიცხება უგამოცდოდ.
გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი ერთ-ერთი ზემოთ მითითებული სერტიფიკატის არმქონე პირი, რომელიც საბუთების მისაღებად გათვალისწინებულ ვადაში წარმოადგენს დიპლომირებული სპეციალისტის, სამართლის ბაკალავრის ან სამართლის მაგისტრის დიპლომს, კიოლნის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაში ჩაირიცხება, თუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენათა ცენტრში გერმანულ ენაში ჩააბარებს მინიმუმ B2 დონის გამოცდას.
სწავლის საფასური:
საკონტაქტო პირი: თორნიკე დარჯანია (+995 93) 19 93 38, თამარ ბერიშვილი ( +995 99) 97 37 77, E-mail: info.llmkoeln@tsu.ge
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი N3, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი 121-ე ოთახი.