ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-11-11

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის


გაცნობებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრძელებს თანამშრომლობას ევროკომისიის პროგრამა ERASMUS MUNDUS- თან  და 2013/2014 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრიდან კვლავ განაახლებს გაცვლით პროგრამებს 2 ახალი და 4 მიმდინარე ( BACKIS, WEBB, ELECTRA, IANUS ) პროექტის ფარგლებში ( EMA2 ) ყველა საფეხურის სტუდენტების, ახალგაზრდა მკვლევარებისა და უნივერსიტეტის პერსონალისათვის, რომლებისც განხორციელდება ევროპის 52 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 

ამა წლის 19 ნოემბერს 15:30 საათზე საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით თსუ-ს სააქტო დარბაზში ჩატარდება  EMA2  EMBER, HERMES, BACKI- ისა და  WEBB- ის   საინფორმაციო შეხვედრა თსუ-სა და საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ პროექტების კოორდინატორები სევილიის (ესპანეთი), ათენის (საბერძნეთი), მონპელიესა (საფრანგეთი) და ბოლონიის (იტალია) უნივერსიტეტებიდან.

გთხოვთ დაესწროთ.

Print

« იხ. ყველა სიახლე