ბეჭდვა |/ დახურვა |
თსუ იურიდიული ფაკულტეტი მაქს პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტთან თანამშრომლობით ახორციელებს ერთობლივ აკადემიურ პროექტს. იურიდიულ ფაკულტეტს ესაჭიროება პროექტის ასისტენტი, რომელიც შერჩეული იქნება იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისაგან (მაგისტრატურა, ბაკალავრიატი).
მოთხოვნები:
- იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის 6-8 სემესტრის ან მაგისტრატურის სტუდენტი;
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- რუსული და გერმანული ენების კარგი ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი cv მისამართზე:matasi.vashakidze@tsu.ge ამა წლის 27 აპრილამდე. შერჩეულ კონკურსანტებს დაუკავშირდებიან მიმდინარე წლის 30 აპრილამდე. კონკურსანტებთან პირველ ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.
გისურვებთ წარმატებებს!