ბეჭდვა |/ დახურვა |
ქართულ - ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაცია საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციას თან თანამშრომლობით აცხადებს კანონის უზენაესობის თემაზე სტატიების ყოველწლიურ კონკურს სტუდენტებისთვის. დამატებითი ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ არის მოცემული მიმაგრებულ ფაილში. ინგლისურად. სტატიების მიღების ბოლო ვადაა 2 მარტი.
ასოციაციის გადაწყვეტილებით კონკურსი ეძღვნება გიორგი მარგიანის ხსოვნას.
გიორგი დაიბადა 1989 წლის 28 მარტს დაიბადა. მან 2011 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი. გიორგი იყო ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ქ. შპაიერის ადმინისტრაციული უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის "საჯარო მმართვრლობა" მაგისტრი.
2015 წელს გიორგიმ მოიპოვა ნორვეგიის მთავრობის სტიპენდია და ჩაირიცხა ოსლოს უნივერსიტეტში საერთაშორისო საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.
გიორგი სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორში.
მან თავისი კარიერა იუსტიციის სამინისტროში 2013 წლის მაისში დაიწყო. იგი აქტიურად იყო ჩართული ნარკომანიასთან ბრძოლისა და ნარკოპოლიტიკის განითარების მიმართულებაში.