ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-10-01

ჯანრი კაშიას სახელობის კონკურსი

 

 2 ოქტომბერს , 18.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელბის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ( თსუ , პირველი კორპუსი . აუდიტორია 07) გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ჯანრი კაშიას სახელობის კონკურსის შესახებ

ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს მწერლის , ფილოსოფოსის , ისტორიკოსის , კულტუროლოგის ბატონი ჯანრი კაშიას სახელობის კონკურსს საქართველოს ყველა სტუდენტისთვის .

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა , უნდა მოამზადონ ესეები , ჯანრი კაშიას 11 ტომეულიდან , რომელიმე ნაწარმოებზე: https://www.facebook.com/kachiajanri?ref=hl

ესეების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 15 მარტი


დაჯილდოება გაიმართება 8 მაისს .


გამარჯვებული სტუდენტები , სამი მიმართულებით გამოვლინდებიან :
1.
ლიტერატურა

2. პუბლიცისტიკა და ისტორია

3. კულტუროლოგია და ფილოსოფია  

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული სტუდენტი მიიღებს საპრიზო თანხას - 1000 დოლარს .

ესეები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ , შემდეგ მისამართზე :

konkursantebi@gmail.com

Print

« იხ. ყველა სიახლე