ბეჭდვა |/ დახურვა |
2013 წლის დეკემბერში თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და
შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის
თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული სამაგისტრო პროგრამა საჯარო მმართველობისათვის,
საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანიზაცია
FIBAA-
თან
დაიდო ხელშეკრულება, სამაგისტრო პროგრამის საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვების მიზნით.
FIBAA
-ს
სააკრედიტაციო საბჭოს 2015 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით,
სამაგისტრო პროგრამა საჯარო
მმართველობას მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია რეკომენდაციებისა და შენიშვნების გარეშე
5 წლის ვადით, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოს საუნივერსიტეტო ისტორიაში.
2015
წლის
31 ივლისს, 11:00 საათზე, თსუ
I
კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი გეგმავს საზეიმო ცერემონიას, სადაც მოწვეულნი იქნებიან: სახელმწიფო
სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების, სხვადასხვა უნივერსიტეტების
წარმომადგენლები, თსუ-ის აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები.