ბეჭდვა |/ დახურვა |
‘ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ბაკალავრიატის ნიჭიერ სტუდენტთა (პრეზიდენტის სტიპენდიანტთა) ფინანსური
წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე
დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ‘ რექტორის 2012 წლის
11 დეკემბრის №:166/01-01 ბრძანებით განისაზღვრა განსაკუთრებით ნიჭიერ
სტუდენტთათვის პრეზიდენტის სტიპენდიების მინიჭების წესი (იხ. ა(ა)იპ - ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის
11 მაისის №166/01-01 ბრძანება და ამავე ბრძანების დანართი 1).
http://www.tsu.edu.ge/ge/juridical/orders/19020/?p=1
აღნიშნული ბრძანების შესაბამისად იურიდიული ფაკულტეტიდან უნდა დაფინანსდეს
მიმდინარე სემესტრში აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის საფეხურის 68 სტუდენტი.
განსაკუთრებით ნიჭიერ სტუდენტთათვის პრეზიდენტის სტიპენდიით დაფინანსება
ითვალისწინებს უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ
სტუდენტთა დაფინანსებას თსუ–ში წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით, შერჩევის საფუძველზე .
შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი
დოკუმენტაცია:
1) პირადი განცხადება იურიდიული ფაკულტეტის დეკანის სახელზე; (განცხადების ფორმა);
2) პირადობის მოწმობის ასლი;
3) საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფარგლებში წინა სემესტრის განმავლობაში ჩატარებულ
კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი (დათარიღებული სერთიფიკატი ან ცნობა).
რადგანაც შერჩევა ხორციელდება წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით, იმ
შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება კონფერენციის ჩატარების
ზუსტი თარიღი, შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული;
4) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
(სამეცნიერო ნაშრომი ასევე გამოქვეყნებული უნდა იყოს წინა სემესტრში, რაც უნდა
დასტურდებოდეს სამეცნიერო ნაშრომის წარმოდგენილი ასლით);
5) ,,საქართველოს ბანკის“ საბანკო ანგარიშის ნომერი.
დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის 13 დეკემბრიდან 17 დეკემბრის
ჩათვლით (10–დან 17 საათამდე), იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში, მისამართი:
თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №3, ოთახი N117.