გაცნობებთ, რომ მეორე აკადემიური კორპუსის სარემონტო სამუშაოების გამო 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები სწავლას გააგრძელებენ უნივერსიტეტის მაღლივი (X) კორპუსში (სასწავლო პროცესი დაიგეგმება ძირითადად მე-10, მე-11 და მე-12 სართულებზე), ხოლო მაგისტრატურის სტუდენტები - უნივერსიტეტის პირველ აკადემიურ კორპუსში.
ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის ცნობისა და სასწავლო ბარათიდან ამონაწერის გაცემა იწარმოებს იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიიდან, პირველი აკადემიური კორპუსი, ოთახი 118.
ცხელი ხაზის ნომერი - 2 25 04 84; შიდა ტელეფონის ნომერი - 22 52.
მოთხოვნა ცნობა/ამონაწერის დამზადებასთან დაკავშირებით უნდა გაიგზავნოს
Lms.tsu.ge-ს ბაზიდან და მოთხოვნილი დოკუმენტი დამზადდება 2 სამუშაო დღის მანძილზე. Sms შეტყობინების მიღების შემდგომ შეძლებთ მოთხოვნილი დოკუმენტის გატანას.
თუკი გსურთ დოკუმენტის (ცნობა/ამონაწერი) დასკანერებული ასლი მიიღოთ ელექტრონულ ფოსტაზე, მისი დამზადების შესახებ
Lms.tsu.ge-დან გამოგზავნილ განცხადებასთან ერთად დოკუმენტის ელექტრონულად მიღების შესახებ განაცხადი უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით, იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიის მისამართზე
chancellerylaw@tsu.ge. დოკუმენტი გამოიგზავნება დამზადებიდან ერთი სამუშაო დღის მანძილზე.
იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციის ცალკეული სამსახურები გადანაწილებული იქნებიან შემდეგნაირად:
სტუდენტთა მომსახურების ჯგუფის ბაკალავრიატის კოორდინატორები - მაღლივი კორპუსი, მე-12 სართული, ოთახი 1226.
სტუდენტთა მომსახურების ჯგუფის მაგისტრატურის კოორდინატორები - პირველი კორპუსი, ოთახი 118.
დოქტორანტურის კოორდინატორები - პირველი კორპუსი, ოთახი 118.
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური - მაღლივი კორპუსი, მე-12 სართული, ოთახი 1229.
საერთაშორისო სამართლის ცნობა/ ამონაწერი სასწავლო ბარათიდან უნდა გაიტანოთ პირველი კორპუსის 118-ე ოთახიდან. ხოლო საერთაშორისო სამართლის ბიბლიოთეკით სარგებლობასა და ასევე ნებისმიერ საკითხზე კონსულტაციის მიღებას შეძლებთ მეხუთე კორპუსის 214-ე ოთახში.
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ასევე მოემსახურება უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა, სადაც საფაკულტეტო ბიბლიოთეკიდან მოხდა ყველაზე მოთხოვნადი წიგნადი ფონდის გადატანა.
ტრადიციულად,
იურიდიული ფაკულტეტი სტუდენტებისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს იურიდიული ფაკულტეტის ოფიციალური ვებ. გვერდისა (
tsu.ge) და ასევე
lms.tsu.ge საინფორმაციო დაფის მეშვეობით.
სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ მიიღოთ კონსულტაცია სახლიდან გაუსვლელად, lms.tsu.ge – დან კორესპონდენციის შესაბამისი გრაფიდან მოწერის გზით.
იურიდიული ფაკულტეტის დეკანს შეგიძლიათ მისწეროთ გრაფიდან - მისწერე დეკანს. ამ კორესპონდენციას ეცნობა მხოლოდ ფაკულტეტის დეკანი.
უნივერსიტეტის ნებისმიერ სამსახურთან დასაკავშირებლად უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე, საიდანაც მოხდება თქვენი გადამისამართება შესაბამის სამსახურებთან. ცხელი ხაზის ნომერი - 2 25 04 84.
შიდა ნომრები:
•
სტუდენტთა მომსახურების ჯგუფის მაგისტრატურის კოორდინატორები - 22 29; 22 37;
•
დოქტორანტურის კოორდინატორები - 22 37; 22 38;
•
იურიდიული ფაკულტეტის კანცელარია - 22 52;
•
ბიბლიოთეკა - 14 02; 14 04.
საუნივერსიტეტო სამსახურები:
საგამოცდო ცენტრი:
•
ნაშრომის აპელაციასთან დაკავშირებული პრობლემები - 90 22 ;
•
ქულების ასახვასთან დაკავშირებული პრობლემები - 90 23 ;
•
სამსახურის ცნობის საფუძველზე გამოცდის გადატანა - 14 62 ;
•
სხვა საფუძვლით გამოცდის გადატანა - 13 24; 13 25; 13 26; 13 27.
•
უცხო ენათა ცენტრი - 52 27.
•
ტექნიკური პრობლემის არსებობის შემთხვევაში - 10 55.
•
საფინანსო დეპარტამენტი - 11 15;
•
ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციების დროს, საფინანსო დეპარტამენტს დამატებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ნომერზე - 1116.
გისურვებთ წარმატებებს!