ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-11-13

პრაქტიკის კურსი იურიდიულ ფირმაში „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური“ (MKD)

იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური“ (MKD) აცხადებს პრაქტიკის კურსს თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტთათვის. 
პრაქტიკანტს სამუშაო დავალებების ფარგლებში შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს იურიდიული ფირმის საქმიანობის სპეციფიკასა და მის ძირითად მიმართულებებს. მას მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე. 
კურსის ხანგრძლივობაა 14-15 კვირა. 
კანდიდატთა შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად: 
(1) ელექტრონული განაცხადები 
(ა) საიდენტიფიკაციო, საკონტაქტო და საკვალიფიკაციო მონაცემები 
(ბ) მოტივაცია 
(2) გასაუბრება ელექტრონული განაცხადები მიიღება 2015 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით, ხოლო პირველი ეტაპის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება 20 ნოემბერს, რის შესახებაც ისინი დამატებით მიიღებენ შეტყობინებას.

სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ შემდეგ ბმულზე.
Print

« იხ. ყველა სიახლე