ბეჭდვა |/ დახურვა |
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აცხადებს 2012-2013 გლობალურ სტუდენტურ
გაცვლით პროგრამას. ანკეტის ჩაბარების ბოლო ვადაა 2011 წლის 22 დეკემბერი. წარსულში
ცნობილი როგორც ევრაზიის სტუდენტური გაცვლითი პროგრამა, გლობალური UGRADAD
პროგრამა აძლევს გამორჩეულ სტუდენტებს ისწავლონ აშშ-ის უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში.
გასული თორმეტი წლის განმავლობაში ამ პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა
სტუდენტმა ევრზიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან.2012-2013 წლის პროგრამაში
მონაწილობას მიიღებს 135-მდე სტუდენტი ევრაზიის, ცენტრალური აზიის, აღმოსავლეთ
აზიის, წყნარი ოკეანის აუზისა და ლათინო-ამერიკული ქვეყნებიდან.გლობალური UGRADAD
პროგრამა წარმოადგენს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის
ბიუროს პროგრამას და მას ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX).
გლობალური UGRADAD პროგრამა ევრაზიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში საშუალებას
აძლევს სტუდენტებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან,
საქართველოდან,ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდავეთიდან, რუსეთიდან,
ტაჯიკეთიდან,თურქმენეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან ერთი აკადემიური წლის
განმავლობაში ისწავლონ ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტში ან კოლეჯში.
პროგრამაში მონაწილეობის შედეგად არ მოხდება აკადემიური ხარისხის მინიჭება. პროგრამის
ყველა მონაწილე დაესწრება ლექციებს ერთი აკადემიური წლის განმავლობაში. პროგრამის
მონაწილე ვალდებულია შეასრულოს მინიმუმ 20 საათის მოცულობის საზოგადოებრივი
საქმიანობა განთავსების ქალაქში სწავლების პირველ სემესტრში, ხოლო მეორე სემესტრში
გაიაროს ნახევარგანაკვეთიანი სტაჟირება.
სტუდენტები, რომლებიც ანკეტის ჩაბარების მომენტში სწავლობენ პირველ
კურსზე,ისწავლიან ორწლიან საზოგადოებრივ კოლეჯებში და იცხოვრებენ ოჯახებში ან
უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლებში, ხოლო მეორე, მესამე და მომდევნო კურსის
სტუდენტები განთავსდებიან ოთხწლიან კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში და იცხოვრებენ
უნივერსიტეტის სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებში.
პროგრამა სრულად არის დაფინანსებული და ითვალისწინებს შემდგომს: მხარდაჭერას J1
ვიზის მისაღებად, მგზავრობას მონაწილის საცხოვრებელი ქალაქიდან მასპინძელ
ინსტიტუტებამდე აშშ-ში და უკან, სამედიცინო დაზღვევას, უნივერსიტეტის სწავლების
საფასურს და სხვა სავალდებულო საუნივერსიტეტო ხარჯებს, ბინის ქირას და კვებას აშშ-ში
ყოფნის დროს, თანხას წიგნების შესაძენად, ყოველთვიურ სტიპენდიასა და ინგლისური
ენის გაძლიერებულ კურსებს (საჭიროების შემთხვევაში),და მოგვიანებით, სხვა
კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და ტრენინგების შესაძლებლობას.
პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ სასწავლო დისციპლინებს: ფინანსები, სოფლის
მეურნეობა, ანთროპოლოგია, ბიოლოგია, ბიზნესი, ქიმია, კომპიუტერული
მეცნიერება,სისხლის სამართალი, ეკონომიკა, განათლება, ინჟინერია, გარემოს დაცვის
მენეჯმენტი, გეოლოგია, სასტუმროს მენეჯმენტი, საერთაშორისო
ურთიერთობები,ჟურნალისტიკა, სამართალი, ფიზიკა, პოლიტიკური მეცნიერება,
ფსიქოლოგოა,სოციოლოგია, ურბანული დაგეგმარება, ამერიკანისტიკა.
გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამის ანკეტის მიღება და ჩაბარება
შესაძლებელია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) ოფისში. ანკეტების
ჩამოტვირთვა აგრეთვე შესაძლებელია IREX-ის ვებ-გვერდებიდან www.irex.org ან www.irex.ge . აგრეთვე შესაძლებელია ანკეტების ჩაბარება ინტერნეტის საშუალებით.