ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-06-06

კონფერენცია თემაზე: „მედიაცია და არბიტრაჟი – ეროვნული და გლობალური გამოწვევები“

2014  წლის  9-10  ივნისს ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   დავის   ალტერნატიული   გადაწყვეტის   ეროვნული   ცენტრის  (NCADR)  ორგანიზებით ,

ამერიკის   შეერთებული   შტატების საერთაშორისო   განვითარების   სააგენტოსთან  (USAID),  სამხრეთ   ტეხასის   სამართლის   სკოლასთან აღმოსავლეთ - დასავლეთის   მართვის   ინსტიტუტთან  (EWMI)   მართლმსაჯულების   დამოუკიდებლობისა   და   სამართლებრივი გაძლიერების   პროექტთან  (JILEP)   და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან ( GBA)   თანამშრომლობით თსუ - ის   პირველ   აკადემიურ   კორპუსში  (115-   საკონფერენციო   ოთახი გაიმართება   აკრედიტებული   საერთაშორისო  კონფერენცია   თემაზე :

მედიაცია   და   არბიტრაჟი  –  ეროვნული   და   გლობალური   გამოწვევები “.

საერთაშორისო   კონფერენციაზე   მომხსენებლებად   მოწვეულნი   არიან   დავის   ალტერნატიული   გადაწყვეტის   სფეროს   უცხოელი   და   ქართველი   ექსპერტები :  


ჯეიმს   ალფინი  ( აშშ სამხრეთ   ტეხასის   სამართლის   სკოლა ),
მაიკლ   ცური  ( ჰიმლაინის   უნივერსიტეტის   პროფესორი ),
ალეს   ზალარი  ( ევროპის   დავების   გადაწყვეტის   ცენტრის   დირექტორი ),  ჯონი   კვინიკაძე  ( საქართველოს   იუსტიციის   სამინისტრო ),
სოფიო   ტყემალაძე  ( აღმოსავლეთ - დასავლეთის   მართვის   ინსტიტუტი / მართლმსაჯულების   დამოუკიდებლობისა   და   სამართლებრივი   გაძლიერების   პროექტი  –  ექსპერტი ),
ლევან   ჯანაშია  ( საქართველოს   საარბიტრაჟო   ინსტიტუტის   თავმჯდომარე დავის   ალტერნატიული   გადაწყვეტის   ცენტრის   აკადემიური   დირექტორი ),
ლაშა   ნოდია  ( საქართველოს   არბიტრთა   ასოციაცია ),
ბორის   ჯანჯალია  ( საერთაშორისო   საფინანსო   კორპორაცია ),
ირაკლი   ყანდაშვილი  ( საქართველოს   ადვოკატთა   ასოციაცია ),
დავით   ოყროშიძე  ( საქართველოს   ნოტარიუსთა   პალატის   წევრი ),
დავით   ასათიანი  ( საქართველოს   ადვოკატთა   ასოციაცია ),
ქეთევან   აბაშიძე  ( დავების   ეფექტურად   გადაწყვეტის   ცენტრის   დირექტორი ),
უჩა   თოდუა  ( თბილისის   სააპელაციო   სასამართლოს   თავმჯდომარის   ბიუროს   უფროსი ),
ირაკლი   ადეიშვილი  ( თბილისის   სააპელაციო   სასამართლო ),
მორის   შალიკაშვილი  ( თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტი ),
პაატა   კოპალეიშვილი  ( აჭარის   არ   სავაჭრო სამრეწველო   პალატასთან   არსებული   საერთაშორისო   არბიტრაჟი ).

კონფერენციაზე   უზრუნველყოფილი   იქნება   სინქრონული   თარგმანი .

ღონისძიება გაგრძელდება 10-დან 18 საათამდე. თანდართული დოკუმენტებით გიგზავნით კონფერენციის დღის წესრიგს.


გთხოვთ, კონფერენციაზე დასწრება 6 ივნისამდე  დაადასტუროთ  ელექტრონულ მისამართზე:
natia.chitashvili@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე