ბეჭდვა |/ დახურვა |
2014 წლის 27 იანვარს იურიდიული ფაკულტეტის საბჭო და ადმინისტრაცია შეხვდა თსუ-ის რექტორს - აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას. შეხვედრაზე იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა - პროფესორმა ირაკლი ბურდულმა წარმოადგინა პრეზენტაცია ფაკულტეტის მიერ 2013 წელს განხორციელებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური
პერსონალი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები.