ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-01-09

საერთაშორისო (გერმანია) საკონკურსო პროგრამა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტებისათვის



    2017 აკადემიური სასწავლო წლისთვის Volkswagen - ის ფონდის (გერმანია) დაფინანსებით და გერმანიის თუბინგენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი საკონკურსო წესით გთავაზობთ „გაერთიანებულ სამუშაო სემინარს (workshop) გერმანიის, საქართველოს და სომხეთის დოქტორანტურის სწავლების საფეხურის სტუდენტებისათვის“, რომლებიც ჩარიცხულნი არიან დოქტორანტურაში და მუშაობენ  სადოქტორო ნაშრომზე.

  პროგრამის მოკლე აღწერა და მიზნები: განაცხადის შესატანად პროგრამა ხელმისაწვდომია იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის სტუდენტებისათვის, რომელთაც სურთ განივითარონ თავიანთი უნარ-ჩვევები აკადემიური წერის, ან სხვა ისეთი აკადემიურად მნიშვნელოვანი კვლევითი ტექნიკის დაუფლების მიმართულებით, რაც აუცილებელია სადოქტორო ნაშრომის წარმატებით შესრულებისათვის. პროექტის სამმხრივი ხასიათიდან გამომდინარე (გერმანია, საქართველო, სომხეთი), იგი შესაძლებლობას აძლევს მონაწილე სტუდენტებს შეიძინონ ცოდნა  შედარებით - სამართლებრივი (კომპარატივისტული) კვლევის მიმართულებითაც. პროგრამა წარიმართება გაერთიანებული სამუშაო სემინარს ე.წ. „workshop“ - ის ფარგლებში, დოქტოტანტებსა და პროფესორებს შორის მჭიდრო ინტერაქტივის ფონზე. 
პროექტი ორნაწილიანია და ხორციელდება გერმანიასა (აკადემიური ვიზიტი 2 კვირის განმავლობაში თუბინგენის უნივერსიტეტში) და საქართველოში (აკადემიური ვიზიტი 1 კვირის განმავლობაში თსუ-ში), შესაბამისად , - გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრების განმავლობაში. გამარჯვებული აპლიკანტების მგზავრობის და საცხოვრებელ ხარჯებს ფარავს Volkswagen - ის ფონდი. 

  საკონკურსო პროგრამით გათვალისწინებულია 7 ადგილი ძირითადად სისხლის სამართლის მიმართულების დოქტორანტებისათვის, თუმცა იგი არაა შეზღუდული სამართლის მხოლოდ ამ დარგით, და პროგრამით გათვალისწინებული გარკვეული პირობების დაცვის მოთხოვნით,  სამართლისა სხვა დარგის მიმართულების დოქტორანტებსაც აძლევს კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობას.  სამუშაო ენა არის ინგლისური. 

პროექტს უძღვება გერმანიის თუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორი სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის პროცესის, ასევე საავტორო  სამართლის  მიმართულებით,  სამართლის დოქტორი ბერნდ ჰაინრიხი.  საკონკურსო პროგრამის ქართულ მხარეს, კოორდინატორსა და ექსპერტს წარმოადგენს ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი, სამართლის დოქტორი ირინე ხერხეულიძე

 დაინტერესებულ სტუდენტთათვის დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე შემდეგი ბმულის მეშვეობით.



Print

« იხ. ყველა სიახლე