2016-10-21
2016 წლის 19 ოქტომბერს თსუ-სპირველ კორპუსში, აუდ. 006, 15:30 საათზე გაიმართა ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის რიგით მე-9 ფორუმი, თემაზე:
მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება: წარმატებული მოდელები და საქართველოს გამოწვევები.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი რეგულარულად ატარებს ფორუმებს საჯარო დისკუსიის სახით სახელმწიფო მმართველობის აქტუალურ საკითხებზე. ფორუმის მიზანია, შედგეს დიალოგი მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს შორის მოცემული თემის საჭირბოროტო საკითხების ირგვლივ, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მოიძებნოს არსებული პრობლემების საუკეთესო გადაწყვეტილების გზები და დაისახოს სამომავლო პერსპექტივები.
მე-9 ფორუმის ფარგლებში საკუთარი მოსაზრებები და გამოცდილება გაგვიზიარეს სხვადასხვა საჯარო დაწესებულების წარმომადგენლებმა. მათ შორის არიან საქართველოს მთავრობასთან არსებული განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის მენეჯერი ვახტანგ ასანიძე, სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“-ს პროექტის მენეჯერი მაია ხოსიტაშვილი პრეზენტაციით „50 საჯარო მოხელე“ და გერმანიის მაინცის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განყოფილების ხელმძღვანელი - გერჰარდ ფუკნერი, პრეზენტაციით - ძირითადი განათლება და კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება - სისტემა და ინტერაქცია.
ფორუმზე მოწვეულნი იყვნენ სახელმწიფო სტრუქტურის სასწავლო ცენტრები, USAID, GIZ, UNDP, PDP, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საჯარო სამსახურის ბიურო; ასევე სხვა და სხვა უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი დასტუდენეტები.
« იხ. ყველა სიახლე