2013-03-06
აკადემიური რეგისტრაციები გრძელდება და საგნებზე ადგილების დამატება მოთხოვნების გათვალისწინებით განხორციელდება დღეს, 4 მარტს, 15 საათზე. სავალდებულო საგნებზე ადგილების დამატება მოხდება სტუდენტთა მოთხოვნის შესაბამისად, არც ერთი სტუდენტი არ დარჩება სავალდებულო საგანზე რეგისტრაციის გარეშე.
არჩევით დისციპლინებზე რეგისტრაცია მოხდება პრინციპით ,,დროში პირველი - უფლებაში უპირატესი“. ადმინისტრაციამ გაითცალისწინა თქვენს მიერ sms.tsu.ge-ზე გამოგზავნილი მოთხოვნები და არჩევით საგნებზე შეძლებისდაგვარად დაემატება ადგილები. ასევე დაემატება ნაკადი დისციპლინაში ,,სამრეწველო საკუთრების სამართალი“.
« იხ. ყველა სიახლე