სამართლის სამაგისტრო პროგრამის პირველსემეტრელთა საყურადღებოდ!
ბაზა პირველი სემესტრის სტუდენტებისთვის გაიხსნება 22 სექტემბრის 19 საათზე და სამართლის სამაგისტრო პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტებს შეეძლებათ რეგისტრაცია დისციპლინებზე. იურიდიული ფაკულტეტი მოგმართავთ თხოვნით, გაეცნოთ სამაგისტრო პროგრამას, რათა გააკეთოთ ინფორმირებული არჩევანი. მიაქციეთ ყურადღება, რომ პროგრამით შეთავაზებულია სავალდებულო და არჩევითი დისციპლინები. რაკი არჩევით დისციპლინებს არა აქვთ წინაპირობები, სტუდენტს შეუძლია იმგვარად დაგეგმოს საკუთარი სასწავლო განრიგი, რომ მიმდინარე სემესტრში აირჩიოს როგორც მოდულის სავალდებულო, ისე არჩევითი დისციპლინა ან/და შეასრულოს პრაქტიკული კომპონენტი (კლინიკა) სემესტრული დატვირთვის ფარგლებში. მნიშვნელოვანია, რომ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა საბოლოოდ შეასრულოს პროგრამის მოთხოვნები.
თუ ვერ დარეგისტრირდით რომელიმე სავალდებულო ან არჩევით დისციპლინაზე, გთხოვთ, მოგვმაროთ
LMS.TSU.GE ბაზიდან, „აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები“, სადაც აღწერილი იქნება თქვენი პრობლემა და მისი მოგვარების თქვენთვის სასურველი შესაძლო გზები. ყველა განცხადება განიხილება 24 სექტემბრის ჩათვლით და შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული იქნება ყველა თხოვნა. ასევე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორს, ქალბატონ მაია გვილავას ტელეფონის ნომერზე: 577170755.
სამართლის 2018 წლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა საყურადღებოდ!
2020 წლის 26 მარტს სამართლის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ მიღებულ იქნა სამართლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი, რამაც თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე აუცილებელი გახადა სამართლის ახალი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და დამტკიცება.
რამდენადაც, სამართლის 2020 წლის სამაგისტრო პროგრამა ითვალისწინებს საჯარო, კერძო ან სისხლის სამართლის მიმართულების მოდულის არჩევითი სასწავლო კურსებიდან მხოლოდ 30 კრედიტის დაგროვების მოთხოვნას, იმ სტუდენტებზეც, რომლებიც სწავლას აგრძელებენ 2018 წლის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე და მოეთხოვებოდათ საჯარო, კერძო ან სისხლის სამართლის მიმართულების არჩევითი სასწავლო კურსებიდან 40 კრედიტის დაგროვება, გავრცელდება სამართლის 2020 წლის სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნა, რაც გულისხმობს შესაბამისი მიმართულების მოდულის არჩევითი სასწავლო კურსებიდან მხოლოდ 30 კრედიტის დაგროვების ვალდებულებას.
მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს პროგრამასთან ან ინდივიდუალურ სასწავლო ცხრილთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვით / პრობლემით შეგიძლიათ მოგვმაროთ
LMS.TSU.GE ბაზიდან, „აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები“, სადაც აღწერილი იქნება თქვენი პრობლემა და მისი მოგვარების თქვენთვის სასურველი შესაძლო გზები. ყველა განცხადება განიხილება 24 სექტემბრის ჩათვლით და შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული იქნება ყველა თხოვნა. ასევე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორს, ქალბატონ მაია გვილავას ტელეფონის ნომერზე: 577170755.