ბეჭდვა |/ დახურვა |
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესთაგი და ბერლინის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს 2011 წლისთვის გერმანიის საპარლამენტო სტიპენდიის (IPS) მოსაპოვებლად. საქართველოსთვის გამოყოფილია დაახლოებით 5 ადგილი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პოლიტიკით დაინტერესებულ, გერმანული ენის მცოდნე (B2) კურსდამთავრებულებს (ან საბაკალავრო პროგრამის ბოლო სემესტრზე მყოფ სტუდენტებს). საბუთები ორ ეგზემპლარად წარდგენილ უნდა იქნას 2010 წლის 30 ივნისის ჩათვლით, თბილისში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოში.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ–გვერდი:
http://www.bundestag.de/bundestag/europa_internationales/internat_austausch/ips/info/georgien.html
საკონტაქტო პირი:
თეონა თევზაძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო თბილისში. მისამართი: სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი, თელავის ქ.20. ტელ.: 44 73 00საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება ა/წ 10 ივნისს.
მისამართი: თსუ მე–2 კორპუსი, რუმინეთის ოთახი # 331 (მარცხენა ფლიგელი, მესამე სართული)
დასაწყისი: 15:00 საათი