ბეჭდვა |/ დახურვა
 

საჯარო ლექცია საქართველოს თავისუფალ უნივერსიტეტში

2011-12-12

საჯარო ლექცია საქართველოს თავისუფალ უნივერსიტეტში

12 დეკემბერს, საქართველოს თავისუფალ უნივერსიტეტში, 17:00 საათზე გაიმართება რიჩარდ ვოგლერის საჯარო ლექცია სისხლის სამართლის კოდექსის გადასინჯვასთან დაკავშირებით, კერძოდ განხილულ იქნება დანაშაულის სახეები, კვალიფიკაცია, სასჯელების ფორმები და ალტერნატიული სასჯელები, ასევე ლიბერალიზაციის პოლიტიკა და საპროცესო შეთანხმება.

14 დეკემბერს საქართველოს თავისუფალ უნივერსიტეტში, 17:00 საათზე გაიმართება იან ვან დაიკის პრეზენტაცია საქართველოში ვიქტიმიზაციის ხარისხის შესახებ და წარმოდგენილ იქნება უსაფრთხოების კუთხით შედარებითი ანალიზი, კერძოდ დანაშაულის სოციოლოგიური კვლევის შედეგები.

აღნიშნულ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ქ-ნ. ნატალია ბარათაშვილს - 577 114 729

Print

« იხ. ყველა სიახლე