ბეჭდვა |/ დახურვა |
გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების
სკოლა აცხადებს განაცხადების მიღებას სადოქტორო პროგრამებსა და სტიპენდიებზე
კანდიდატებისთის, რომლებსაც სურთ დოქტორანტურაში სწავლის დაწყება 2013 წლის
სექტემბრიდან. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 31 იანვარი. კანდიდატების
განაცხადები, რომლებიც წარდგენილი იქნება ამ ვადის გასვლის შემდეგ, განხილული იქნება
მხოლოდ დოქტორანტურაში ჩასარიცხად სტიპენდიის გარეშე.
განსაკუთრებით მისასალმებელია განაცხადების წარდგენა შემდეგ სფეროებში:
1. სამოქალაქო საზოგადოება/სოციალური მოძრაობები (Civil society/social movements);
2. ევროპული საჯარო პოლიტიკა და მმართველობა (European public policy and governance);
3. გარდამავალი პერიოდი პოლიტიკაში აფრიკაში, აზიაში, ევროპაში და ლათინურ ამერიკაში (Political transition in Africa, Asia, Europe, and Latin America);
4. კრიტიკული მიდგომები საერთაშორისო ურიერთობების თეორიასა და პრაქტიკაში
(Critical approaches to the theory of international relations and practice of foreign policy);
5. პოლიტიკური თეორია და იდეების ისტორია (Political theory and the history of ideas).
განაცხადის წარდგენამდე სასურველია, რომ კანდიდატმა კონტაქტი დაამყაროს მომავალ
ხელმძღვანელთან. ხელმძღვანელისადმი მიმართვისას წარუდგინეთ მას კვლევის გეგმა.
სადოქტორო პროგრამებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოსაპოვებლად მიმართეთ კვლევების
მენეჯერს შემდეგ ელ. ფოსტაზე: politics-pgresearch@qmul.ac.uk
კანდიდატებს შეუძლიათ განაცხადები წარადგინონ შემდეგ სტიპენდიებზე:
1. Queen Mary Principal’s – ის სტიპენდია. სტიპენდიაზე განაცხადის წარდგენა
შეუძლიათ გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის მოქალაქეებსა და საერთაშორისო
სტუდენტებს. აღნიშნული სტიპენდიის მოცულობა შეადგენს ყოველწლიურად 15,590 ფუნტ
სტერლინგს 3 წლის მანძილზე. სტიპენდია ფარავს სწავლის საფასურსა და ცხოვრების ხარჯებს.
2. ეკონომიკისა და სოციალური კვლევის ცენტრის (Economic & Social Research Council)
სტიპენდია. სტიპენდიის მოცულობა შეადგენს ყოველწლიურად 15,590 ფუნტ სტერლინგს 4
წლის მანძილზე. სტიპენდია ფარავს სწავლის საფასურსა და ცხოვრების ხარჯებს.
ჩარიცხულ კანდიდატებს შეუძლიათ აირჩიონ სწავლის ორი ფორმა: ა) 1+3 (1 წლის
მანძილზე ინტენსიური თრეინინგი კვლევაში და 3 წლის მანძილზე დოქტორანტურაში სწავლა);
ბ) 4 წლის მანძილზე დოქტორანტურაში სწავლა და პარალელურ რეჟიმში თრეინინგი
კვლევის მეთოდებში. აღნიშნული სტიპენდიის მოსაპოვებლად აუცილებელია დამატებითი
განაცხადის წარდგენა შემდეგ მისამართზე: http://www.londonsocialscience.org.uk/index.html
სადოქტორო პროგრამებსა და სტიპენდიებზე განაცხადების წარდგენა შესაძლებელია შემდეგ
ელ. მისამართზე: http://www.qmul.ac.uk/courses/courses.php?course_id=567&dept_id=21&pgcourses=1&course_level=1
განაცხადი მოიცავს:
1. კვლევის გეგმას, რომელიც უნდა მოიცავდეს ჰიპოთეზას, საკვანძო საკითხებს,
რომლებიც იქნება შესწავლილი, კვლევის მეთოდოლოგიას და ბიბლიოგრაფიას (არაუმეტეს 1500 სიტყვისა);
2. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთს. ინგლისური ენის მოთხოვნებთან
დაკავშირებით იხ.: http://www.qmul.ac.uk/international/englishlanguagerequirements/index.html
3. დიპლომს და დიპლომის დანართებს;
4. 2 აკადემიურ რეკომენდაციას;
5. CV;
6. სამოტივაციო წერილს.
კანდიდატებთან, რომლებიც წარმატებით გადალახავენ პირველ ეტაპს, ჩატარდება
გასაუბრება თებერვალში. შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ 2013 წლის მარტის შუა
რიცხვებიდან. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ლინკი