ბეჭდვა |/ დახურვა |
იურიდიული ფირმის „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური“ სტიპენდია გათვალისწინებულია თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-5 სემესტრის და შემდგომი სემესტრების სტუდენტებისათვის გარდა დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებისა. სტიპენდიის მოსაპოვებლად გათვალსწინებულია ორი ეტაპი, რომელიც წარმატებით უნდა გადალახოს სტუდენტმა.
პირველ ეტაპზე ამა წლის 5 სექტემბრამდე სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ელექტრონულად შევსებული CV თანდართული სამოტივაციო წერილით, ნიშნების ფურცელის ამონაწერი, პირადობის მოწმობის ასლი. აღნიშნული დოკუმენტები ელექტრონულად უნდა გამოაგზავნთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: law@tsu.ge
შემოსული განაცხადებების შერჩევის შედეგად მეორე ეტაპზე გადასულ სტუდენტებს გაესაუბრება წინასწარ დადგენილი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტისა და იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური“ წარმომადგენლები. გასაუბრება გაიმართება საბუთების მიღების ვადის დასრულებიდან ორი კვირის ვადაში. კომისია შეარჩევს მხოლოდ ერთ სტუდენტს, რომელსაც ერთი სასწავლო წლის ვადით დაენიშნება თვეში 100 ლარის ოდენობით სტიპენდია.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ: თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტს: 213 ოთახი გიორგი ჩაკვეტაძე ელ. მისამართი: giorgi.chakvetadze@tsu.ge
ტელ.: 577161907
იურიდიულ ფირმა „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური“: მარიონელა ხომერიკი, ელ. მისამართი: mkhomeriki@mkd.ge;
ტელ.: 255 38 80/81; 297 38 80/81
ოლგა ვერხოლა, ელ. მისამართი: overkhola@mkd.ge;
ტელ.: 255 38 80/81; 297 38 80/81