თსუ იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო თემის სათაურის (ხელმძღვანელის რეზოლუციით) და სავარაუდო სტრუქტურის რეგისტრაციის შესახებ განცხადების მიღება იწარმოებს იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში, 1 ოქტომბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით.
თემის სავარაუდო სტრუქტურის წარდგენა და დამტკიცება ფაკულტეტის შესაბამის მიმართულებაზე გაიმართება აკადემიური რეგისტრაციის დასრულებიდან 10 დღის ვადაში.
შენიშვნა: სამაგისტრო თემის რეგისტრაციასთან დაკავშირებით სავალდებულოა მიმართულებებზე კონსულტაციის გავლა, თემის ხელმძღვანელთან შეთანხმება რეგისტრაციის პერიოდში.