ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-12-02

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ შეთავაზება იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს!

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-4 კურსისა და მაგისტრანტ სტუდენტებს მნიშვნელოვან მოწვევას სთავაზობს. ორგანიზაცია აღნიშნული კურსის სტუდენტებს, შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ პრეცედენტული დავის სასამართლოში წარმომადგენლად. რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ისტორია - მილიონიანი საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა შევიდეს, თუმცა ორგანიზაცია დავის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, საქმეზე წარმომადგენელს, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებიდან, ყველაზე კვალიფიციური სტრატეგიის მქონე იურისტების გუნდს შეარჩევს. ამით, ყველა ახალგაზრდა იურისტს, რომელთა მიზანია მომავალი საქმიანობა საადვოკატო მოღვაწეობას დაუკავშიროს, საუკეთესო პრაქტიკული შესაძლებლობა ეძლევა, რათა იმიტირებული პროცესის ნაცვლად, მონაწილეობა მიიღოს რეალური საქმის რეალურ პროცესში.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ინიციატივაში მონაწილეობის მიღების უფლება მიეცემა რეგისტრირებულ სამწევრიან გუნდს, რომელმაც, საქმესთან მიმართებით, ზუსტად უნდა განსაზღვროს სამართლებრივი სტრატეგია, თუ როგორ შეუძლია მოქალაქე ა.-ჯ-ს კუთვნილი მილიონის მიღება, რა სამართლებრივი მექანიზმი არსებობს დავის გადაწყვეტისთვის, რა თითოეული ქმედება უნდა განხორციელდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით და თუ რა რისკები არსებობს აღნიშნულ დავაზე საქმისწარმოების პროცესში.

ორგანიზაცია შერჩეული გუნდის წევრებთან გააფორმებს ხელშეკრულებას და საქმეზე წარმომადგენლობით მინდობილობას. ამასთან, უზრუნველყოფს დავასთან მიმართებით საინფორმაციო მხარდაჭერას. ორგანიზაცია საქმეში შერჩეულ, მოსარჩელის ინტერესების დამცველებს, კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს. კერძოდ, რეალურ საქმეზე, რეალურ დამცველებს. დავაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არსებულ პერიოდს ჩაუთვლის ორგანიზაციაში სტაჟირების გავლის სამსახურეობრივ პერიოდად.

რეალურ საქმეზე უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გუნდი დაარეგისტრიროს 2014 წლის 21 ნოემბერი - 4 დეკემბრის შუალედში. კონკურსის შედეგად შერჩეულ გუნდს გადაეცემა საქმის ფაქტობრივი მასალა. ინიციატივასთან დაკავშირებით, სრული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ორგანიზაციის ოფიციალურ ელექტრონულ გვერდზე: www.barristers.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე