გაცნობებთ, რომ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი ახორციელებს მორიგ სტუდენტურ პროექტს
იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე. პროექტი მიზნად ისახავს, თბილისისა და რეგიონების სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ადამიანით ვაჭრობის საკითხებზე, ასევე, სასამართლოში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას/დახვეწას, სტუდენტთა დაახლოებასა და საკონტაქტო ქსელის შექმნას.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
1. საქართველოში ავტორიზებული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისგან შემდგარ გუნდს. შესაძლებელია, ერთი უნივერსიტეტიდან რეგისტრაცია გაიაროს ერთმა ან რამდენიმე გუნდმა
2. გუნდის წევრი მხოლოდ ის პირი შეიძლება იყოს, რომელსაც შეჯიბრის მომენტისათვის აქვს სტუდენტის სტატუსი და იმყოფება ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურზე
3. თითოეული გუნდი შედგება არანაკლებ 3 და არაუმეტეს 5 სტუდენტისაგან
ზემოაღნიშნული პროექტის პრეზენტაცია გაიმართება
24 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში (მის: სანდრო ეულის 3ა).
პოსტერი
შეჯიბრის წესები