ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-12-24

თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მორიგი წარმატება



  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზებით გამართულ ეროვნულ ოლიმპიადაზე: „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის“, რომლის ფინალურ ეტაპზეც მონაწილეობდა ოთხი უნივერსიტეტის რვა გუნდი, გამარჯვება მოიპოვეს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდი დაკომპლექტებული იყო მე-5 სემესტრის  სტუდენტებით - ილია კურდღელაშვილისა და ალექსანდრე ხარატიშვილის შემადგენლობით.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ილია და ალექსანდრე ასევე გახდნენ გამარჯვებულები ნომინაციებში - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რჩეული და  საუკეთესო მოსარჩელე.

Print

« იხ. ყველა სიახლე