შიდა მობილობით იურიდიულ ფაკულტეტზე გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!
იურიდიული ფაკულტეტი 2017 წლის თებერვალში აცხადებს შიდა მობილობას, თსუ–ის რექტორის 16.01.2017 წლის N07/01-01 ბრძანების თანახმად:
1. საგანმანათლებლო ერთეულმა იურიდიულმა ფაკულტეტმა ელექტრონულ პორტალზე უნდა დაარეგისტრიროს ვაკანტური ადგილები 9-10 თებერვალს.
2. შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 13 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით.
3. შიდა მობილობის შედეგები ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნდება - 2017 წლის
17 თებერვალს.
4. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება მოხდება 2017 წლის 20 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით.
5. საგანმანათლებლო ერთეულის/პროგრამის შეცვლის მსურველთა მიერ შეთანხმების (ძირითად ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე) გაფორმება - განხორციელდება 2017 წლის 23-24 თებერვალი.
6. შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანება გამოიცემა 2017 წლის 28 თებერვალს.
იხილეთ
ბმული
მობილობის მსურველთა ელექტრონულ
პორტალზე რეგისტრაციის პროცედურა
დაუშვებელია ნაწილობრივი (30%,50%, 70%) გრანტის გადატანა იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც სტუდენტის მიერ ნაწილობრივი გრანტის მოპოვების წელს ფინანსდება მხოლოდ სრული (100 %) გრანტით. 2011–2012 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს არ გადმოყვებათ ნაწილობრივი გრანტი.
შიდა მობილობასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის ჯგუფის უფროს სპეციალისტებს თეონა გოგნაძეს T-598-32-62-92,
teonagognadze@yahoo.com. დარეჯან მურაჩაშვილს
darejan.m@mail.ru T-577-23-38-58,
2–29–08–19