მაგისტრატურის/დოქტორანტურის ლექციათა განრიგი იურიდიული ფაკულტეტის ვებ. გვერდზე განთავსდება 25 სექტემბრის 17:00 საათზე.
აკადემიური რეგისტრაციები დაიწყება 27 სექტემბერს 17:00 საათზე. ბაზაში ყველა საგანი გააქტიურდება ერთდროულად.
(აკადემიური რეგისტრაციის დაწყების გადავადება განპირობებულია ახლადჩარიცხული მაგისტრანტებისათვის აკადემიური რეგისტრაციებისას ფინანსური და ტექნიკური პრობლემების თავიდან აცილების მიზნით).
დოქტორანტებმა საგნების ასარჩევად აკადემიური რეგისტრაციის ვადებში უნდა მიმართონ დოქტორანტურის სამდივნოს (II აკადემიური კორპუსი, ოთახი 128).