ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-10-13

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრების შეხვედრა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან!

2015 წლის 16 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თსუ I  კორპუსის 006 აუდიტორიაში, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტებს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირობებსა და მიზანს გააცნობს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დანიშნა ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა, რომელიც ჩატარდება იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში. საბუთები მიიღება 13 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე.

საკვალიფიკაციო გამოცდა ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული „ნოტარიატის შეს ახებ “ კანონში ცვლილებების თანახმად, კანდიდატი, რომელიც ყველა შესაბამის პირობას დააკმაყოფილებს, სამი წლის ვადით დაინიშნება ნოტარიუსად იმ რეგიონში, სადაც სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის. მას საშუალება ექნება, სამი წლის განმავლობაში ემსახუროს საკუთარ ხალხს რეგიონში, რის შემდეგაც საქმიანობის გაგრძელება მისთვის სასურველ ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში შეეძლება.

ამის სანაცვლოდ, ნოტარიუსთა პალატა ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს ამ სამი წლის განმავლობაში გაუწევს ფინანსური დახმარებას, რომელიც, საგადასახადო კოდექსის თანახმად,  გადასახადისგან გათავისუფლდება.

ასევე, ნოტარიუსობის კანდიდატს, რომელიც დაინიშნება რეგიონში, საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისთვის გადახდილ საფასურს აუნაზღაურებს ნოტარიუსთა პალატა.

ნოტარიუსის თანამდეობის დაკავების მსურველ მაგისტრანტებს კარგი შანსი აქვთ, საკუთარ ქვეყანას იმ რეგიონებში ემსახურონ, სადაც მოსახლეობას მათი დახმარება სჭირდება.

ნოტარიუსი თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი პირობებია: უმაღლესი იურიდიუოი განათლება (საკმარისია ბაკალავრიატიც), ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება და ნოატრიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჯირების გავლა (სტაჟირების გავლისგან თავისუფლდება პირი, რომელსაც აქვს სახელმწიფო სამსახურში იურისტად მუშობის 5 წლის სტაჟი).

 

 

Print

« იხ. ყველა სიახლე