ბეჭდვა |/ დახურვა |
იწყება 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის კლინიკის გავლის
მსურველ მაგისტრანტთა განაცხადების მიღება .
შემოთავაზებულია შემდეგი კლინიკები :
I მოდულის კლინიკები:
· პრაქტიკული სამართლის კლინიკა (20 კრედიტი , ინტეგრირებულია პრაქტიკული უნარ - ჩვევების კურსი. განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის );
· იურიდიული დახმარების სამსახურის კლინიკა (20 კრედიტი , ინტეგრირებულია პრაქტიკული უნარ - ჩვევების კურსი. განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის );
· მერიის იურიდიული დახმარების პროგრამის ფარგლებში არსებული საადვოკატო კლინიკა (20 კრედიტი , ინტეგრირებულია პრაქტიკული უნარ - ჩვევების კურსი. განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის ).
II მოდულის კლინიკები :
· სააპელაციო სასამართლოს კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის );
· მედიაციის სასერტიფიკატო კლინიკა ( 10 კრედიტი, გასაუბრებაზე უპირატესობა შესაძლებელია მიენიჭოს იმ სტუდენტებს , რომელთაც გავლილი აქვთ მედიაციის თეორიული კურსი ან მერიის იურიდიული დახმარების პროგრამის ფარგლებში არსებული მედიაციის კლინიკა. განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის );
· პრაქტიკული სამართლის კლინიკის სტაჟირება (10 კრედიტი, მაგისტრანტს გავლილი უნდა ჰქონდეს 20 კრედიტიანი პრაქტიკული სამართლის კლინიკა );
· აღსრულების ეროვნული ბიუროს კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის );
· იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკა (10 კრედიტი, მაგისტრანტს გავლილი უნდა ჰქონდეს 20 კრედიტიანი პრაქტიკული სამართლის კლინიკა );
· პოლიციის აკადემიის კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის );
· დანაშაულის პრევენციის ცენტრის კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის );
· იურიდიული ფირმა „ მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგურის “ საადვოკატო
კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის, აუცილებელია ინგლისური ენის კარგად ფლობა );
· „ მარგველაშვილი , რეალ ქონსალტინგის “ საადვოკატო კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის );
· სასამართლო გადაწყვეტილებების განზოგადების კლინიკა სააპელაციო
სასამართლოში (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის );
· შპს „ როდლი და პარტნიორების “ საადვოკატო კლინიკა ( 10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის. აუცილებელია გერმანული ენის ცოდნა );
· სასამართლო პრაქტიკის კვლევის , დოქტრინალური ანალიზისა და განზოგადების კლინიკა სანივთო სამართალში (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის );
· სასამართლო პრაქტიკის კვლევის , დოქტრინალური ანალიზისა და განზოგადების კლინიკა ვალდებულებით სამართალში (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის );
· საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის. );
· სასჯელაღსრულების კლინიკა ( საქართველოს სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ბაზაზე , 10 კრედიტი. განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის. );
· ადამიანის უფლებათა კლინიკა სახალხო დამცველის აპარატში (10 კრედიტი, განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის ) ;
· იურიდიული ფაკულტეტის სამართლებრივი მომსახურების კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის );
· საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამართალწარმოების კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის );
· საკანონმდებლო კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის. );
· ცენტრალური საარჩევნო კომისიის კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის. );
დაინტერესებულმა მაგისტრანტებმა განაცხადის შევსებული ფორმა უნდა გამოგზავნონ
ელექტრონულ მისამართზე ana.kharaishvili@tsu.ge
შპს „ როდლი და პარტნიორების “ საადვოკატო კლინიკითა და იურიდიული ფირმა „ მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგურის “ საადვოკატო კლინიკით დაინტერესებულმა სტუდენტებმა განაცხადთან ერთად უნდა გამოგზავნონ CV.
კლინიკებზე განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2 8 თებერვალი .
კლინიკებში სტუდენტების მიღება მოხდება გასაუბრების გზით . დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ანა ხარაიშვილს 577 47 55 1 5