ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-03-15

საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებთან დაკავშირებით



  მოგახსენებთ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

  საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით. საგარეო საქმეთა სამინისტროს, საინფორმაციო ცენტრისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებმა შეხვედრები უკვე გამართეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. გაცნობებთ, რომ თბილისში წინასწარ გაწერილი პროგრამის მიხედვით შეხვედრები იწყება სტუდენტებთან და სხვადასხვა პროფესიულ გაერთიანებებთან.

  შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებს კიდევ ერთხელ ეცნობებათ ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესები. ასევე, საუბარი შეეხება იმ რისკებს, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენებასთან.

  საინფორმაციო კამპანია საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ხორციელდება.

შეხვედრა გაიმართება 22 მარტს, 15:00 საათზე, თსუ პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში.

  ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, თქვენი მონაწილეობა დაადასტუროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე 20 მარტის ჩათვლით: zurab.gogshelidze@tsu.ge  
მხოლოდ პირველი 20 სტუდენტი, რომელიც დაადასტურებს მონაწილეობას აღნიშნულ ელ. მისამართზე შეძლებს ღონისძიებაზე დასწრებას!


Print

« იხ. ყველა სიახლე