ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-06-26

ესპანური სამართლის ინსტიტუტის ინაუგურაცია; კონფერენცია „ევროპის უსაფრთხოების სტრატეგიისა და თანამედროვე კონსტიტუციური სისტემების“ შესახებ

2014 წლის 8 ივლის ი, თსუ I კორპუსი, პეტრე მელიქიშვილის სახელობის აუდიტორია 115 გაიმართება ესპანური სამართლის ინსტიტუტის ინაუგურაცია, რომელიც შეიქმნა ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად.

8 ივლისს ასევე ხელი მოეწერება უნივერსიტეტ თა შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებსთანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფოს კვლევას”. მასში მონაწილეობენ შემდეგი უნივერსიტეტები:

·          თსუ                                                     - საქართველო

·          ბარის ალდო მოროს                           - იტალია

·          სალენტოს                                           - იტალია

·          ბარსელონას ავტონომიური               - ესპანეთი

·          სევილი ის კადისი                             - ესპანეთი

·          ბარანკიის                                            - კოლუმბია

 

ასევე გაფორმდება მემორანდუმი ესპანურის სამართლის ინსტიტუტსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას შორის.

 

2014 წლის 9 ივლისს , 10:00 საათზე, თსუ II კორპუსი, მცირე საკონფერენციო დარბაზი ( 135 აუდიტორია)   გაიმართება სამუშაო შეხვედრა - კონფერენცია ევროპის უსაფრთხოების სტრატეგიისა და თანამედროვე კონსტიტუციური სისტემების შესახებ, სადაც მოხსენებით გამოვლენ ესპანელი პროფესორები :

Ø   ჟოან ლუის პერეს ფრანსეჩი

Ø   ტომას ხილ მარკესი

Ø   ხუან კარლოს დე სილვა ოჩოა

კონფერენციის სამუშაო ენები: ესპანური, ინგლისური.

კონფერენციაზე დასწრების მსურვეთა საყურადღებოდ:

გთხოვთ, დაგვიდასტუროთ დასწრების სურვილი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე:

lela.janashvili@tsu.ge

დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

გისურვებთ წარმატებას!

Print

« იხ. ყველა სიახლე