ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-07-19

სასერტიფიკაციო კურსი „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიმოხილვა“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ ფლორიდის შტატის უნივერსიტეტის (აშშ) სამართლის კოლეჯის დისტანციურ სასერტიფიკაციო კურსში „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიმოხილვა“, რომელსაც გაუძღვება პროფ. თალბოთ ( სენდი ) ელმბერთი.

თალბოთ ელმბერთი ფლორიდის შტატის უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯის ემერიტუსი პრეზიდენტი და პროფესორია. პროფ. დ’ელმბერთი 1982–1984 წლებში იყო ამერიკის მოსამართლეთა საზოგადოების პრეზიდენტი, 1984–1989 წლებში – ფლორიდის შტატის უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯის დეკანი, 1994–2003 წლებში – ამავე უნივერსიტეტის პრეზიდენტი, ხოლო 1991–92 წლებში – ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი (იხ. ინფორაცია პროფ. დ’ელმბერთის შესახებ).

კურსის მიზანი. შემოთავაზებული კურსი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიმოხილვას წარმოადგენს და მისი მიზანია, სტუდენტს გააცნოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ის ინსტიტუტები, რომლებიც სამართლის ამ სფეროში მოქმედებს.

კურსის მასალები. კურსის ძირითადი მასალა ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონულად. ამასთანავე, იქნება დამატებითი საკითხავი მასალაც. მასალის უმრავლესობა შემუშავებულია ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციისა (IBA) და ინგლისისა და უელსის სამართლის კოლეჯის მიერ მომზადებული დოკუმენტების საფუძველზე. ეს მასალა ნაწილობრივ შემუშავებულ იქნა ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციისა და გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. მომავალ, შემოდგომის სემესტრში ლექციათა უმრავლესობა წაკითხულ იქნება ვიდეოლექციების გზით.

სტუდენტები IBA–დან. IBA–ის სამართლის სტუდენტთა კომიტეტის შესარჩევი პროცედურის მეშვეობით, ამ სემესტრში კურსს ეყოლება მონაწილეები სხვა ქვეყნებიდან, არაამერიკული სამართლის სკოლებიდან.

ზოგადი სალექციო განრიგი. ლექციები ჩატარდება ორ–ორი საათით ყოველ კვირას, ოთხშაბათობით, 17:00 საათზე თბილისის დროით.

კურსის მონაწილეები შერჩეულ იქნებიან გასაუბრების გზით , რომელიც გაიმართება 26 ივლისს, 11:00 საათზე თსუ მეორე კორპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია N135).

გასაუბრებაზე დაშვებისათვის კანდიდატმა მიმდინარე წლის 25 ივლისს, 13:00 საათამდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე law @tsu .ge (თემა – FSU College of Law IHR) უნდა გამოგზავნოს შემდეგი დოკუმენტები:

* ბიოგრაფიული რეზიუმე – CV

* ფოტოსურათი (შესაძლოა თან ერთვოდეს CV–ის)

* ამონაწერი სასწავლო ბარათიდან

* ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი

კურსი დაიწყებაება 2013 წლის 28 აგვისტოს და გაგრძელდება ამავე წლის დეკემბრის თვის შუა პერიოდამდე.

 

კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ IBA–ის სერტიფიკატები.

 

დაწვრილებითი მონაცემებისათვის იხ. კურსის აღწერილობა.

 

დამატებითი კითხვებით დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის იმავე მისამართზე law @tsu .ge (თემა – FSU College of Law IHR).

Print

« იხ. ყველა სიახლე