თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ ჰუმანიტარულ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტების და განათლების მიმართულების ბაკალავრიატის მეორე, მესამე და მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტებისთვის სალერნოს უნივერსიტეტში (http://web.unisa.it/home2
) ერთი სემესტრით სწავლის უფლების მოსაპოვებლად.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა
იტალიური ენის ცოდნა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ
:
- პასპორტის ასლი;
- CV (იტალიურ ენაზე);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
- აკადემიური მოსწრების ფურცელი (ქართულ ენაზე);
- მოტივაციის წერილი (იტალიურ ენაზე, 3 ეგზემპლარად);
- სარეკომენდაციო წერილი (იტალიურ ენაზე).
მიმღები უნივერსიტეტი კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს სთავაზობს მომსახურების შემდეგ პაკეტს:
- უფასო სწავლა
- ოთახი საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელში
- კვების ტალონი
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 8 დეკემბერის 16:00 საათამდე
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საბუთების ჩასაბარებლად მიმართეთ ლელა კაცაძეს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 204, ტელ: 2 25 02 12).
დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ მიიღება!!!