იწყება 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის კლინიკის გავლის
მსურველ მაგისტრანტთა განაცხადების მიღება.
შემოთავაზებულია შემდეგი კლინიკები:
I მოდულის კლინიკები:
•
პრაქტიკული სამართლის კლინიკა (20 კრედიტი, ინტეგრირებულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების კურსი. განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
•
იურიდიული დახმარების სამსახურის კლინიკა (20 კრედიტი, ინტეგრირებულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების კურსი. განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
•
მერიის იურიდიული დახმარების პროგრამის ფარგლებში არსებული საადვოკატო კლინიკა (20 კრედიტი, ინტეგრირებულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების კურსი. განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის).
II მოდულის კლინიკები:
•
სააპელაციო სასამართლოს კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
•
საქალაქო სასამართლოს კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის)
•
სასამართლო მედიაციის კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
•
პრაქტიკული სამართლის კლინიკის სტაჟირება (10 კრედიტი, მაგისტრანტს გავლილი უნდა ჰქონდეს 20 კრედიტიანი პრაქტიკული სამართლის კლინიკა);
•
აღსრულების ეროვნული ბიუროს კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
•
იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკა (10 კრედიტი, მაგისტრანტს გავლილი უნდა ჰქონდეს 20 კრედიტიანი პრაქტიკული სამართლის კლინიკა);
•
პოლიციის აკადემიის კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
•
დანაშაულის პრევენციის ცენტრის კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
•
იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგურის“ საადვოკატო
კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის, აუცილებელია ინგლისური ენის კარგად ფლობა);
•
„მარგველაშვილი, რეალ ქონსალტინგის“ საადვოკატო კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
•
სასამართლო გადაწყვეტილებების განზოგადების კლინიკა სააპელაციო
სასამართლოში (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
•
სასამართლო პრაქტიკის კვლევის, დოქტრინალური ანალიზისა და განზოგადების კლინიკა სანივთო სამართალში (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
•
სასამართლო პრაქტიკის კვლევის, დოქტრინალური ანალიზისა და განზოგადების კლინიკა ვალდებულებით სამართალში (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
•
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
•
სასჯელაღსრულების კლინიკა (საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ბაზაზე, 10 კრედიტი. განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
•
ადამიანის უფლებათა კლინიკა სახალხო დამცველის აპარატში (10 კრედიტი, განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
•
იურიდიული ფაკულტეტის სამართლებრივი მომსახურების კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
•
საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამართალწარმოების კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
•
საკანონმდებლო კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
•
იურიდიული კომპანია ყიფიანი და პარტნიორების საადვოკატო კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
•
იურიდიული კომპანია „JMG & Partners”-ის საადვოკატო კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის).
დაინტერესებულმა მაგისტრანტებმა
განაცხადის შევსებული ფორმა უნდა გამოგზავნონ
ელექტრონულ მისამართზე
ana.kharaishvili@tsu.ge
იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგურის“ საადვოკატო კლინიკით დაინტერესებულმა სტუდენტებმა განაცხადთან ერთად უნდა გამოგზავნონ CV.
კლინიკებზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2 ოქტომბერი.
კლინიკებში სტუდენტების მიღება მოხდება გასაუბრების გზით. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ანა ხარაიშვილს 577 47 55 15