ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-04-27

სსიპ “იუსტიციის სახლი” ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს დასაქმებას თიანეთის იუსტიციის სახლში

მინიმალური მოთხოვნაა სტუდენტები იყვნენ კურსდამთავრებულები ან დამამთავრებელ კურსზე. სასურველია იცოდნენ ინგლისური და რუსული ენები საკომუნიკაციო დონეზე მაინც, უპირატესობა მიენიჭებათ იურიდიული/სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებს.

მსურველებმა გამოაგზავნონ მათი რეზიუმეები (CV) შემდეგ მეილზე hr-psh@psh.gov.ge. გთხოვთ, subject-ში აუცილებლად მიუთითონ თსუ - სახელი და გვარი - თიანეთი. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 30 აპრილი. რეზიუმეების შემდგომი გადარჩევა მოხდება ადგილზე (ტესტი ზოგად უნარებში და ჯგუფური გასაუბრება).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ განიხილება იმ კანდიდატების რეზიუმეები, რომლებსაც იურიდიული ან ფაქტიური მისამართი აქვთ თიანეთის ან დუშეთის მუნიციპალიტეტში.

სტუდენტები თავდაპირველად გაივლიან 3 დღიან გაცნობითი ხასიათის ტრენინგს, ამის შემდეგ მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას თბილისის იუსტიციის სახლში, სადაც მიეცემათ შესაძლებლობა გამოიყენონ მათი ცოდნა და უნარები და მიიღონ მოქალაქეებთან მუშაობის უდიდესი გამოცდილება

Print

« იხ. ყველა სიახლე