ძვირფასო სტუდენტებო!
როგორც მოგეხსენებათ, უნივერსიტეტი გადავიდა ახალ სასწავლო ბაზაზე
lms.tsu.ge. ფაკულტეტის თხოვნით, თსუ IT ფეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა 3 იმიტირებული რეგისტრაცია, რაც მიზნად ისახავდა არსებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და ახალ ბაზაში სტუდენტებისათვის მუშაობის გაადვილებას. სხვა ფაკულტეტებზე საგნების რეგისტრაცია უკვე დასრულდა, რაც ასევე გვაძლევს იმის იმედს, რომ მსგავსი პრობლემები ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებს არ შეექმნებათ.
IT დეპარტამენტის ცნობით თქვენი გადახდების შესახებ ინფორმაცია განახლებული სახით მიეწოდება უნივერსიტეტს. ამასთან, თანხის გადახდის/გადავადების ან სხვა ფინანურ საკითხებთან დაკავშირებით პრობლემების შემთხვევაში ფაკულტეტი მოკლებულია შესაძლებლობას გაგიწიოთ სწრაფი და ეფექტური დახმარება და გთხოვთ მიმართოთ პირდაპირ საფინანსო განყოფილებას.
IT დეპარტამენტის ინფორმაციის ცხელ ხაზზე მუშაობს 31 არხი და აქვს შესაძლებლობა მოემსახუროს ყველა სტუდენტს. ტელეფონი :
2 25 04 84
ტექნიკური პრობლემა:
1003 ან 1055
ფინანსური პრობლემა:
1115 ან 1116
ამასთან, გთხოვთ გადაამოწმობთ, ახერხებთ თუ არა შესვლას ახალ ბაზაში. ბაზაში შესვლასთან დაკავშირებული ხარვეზების შემთხვევაში, დროულად მიმართეთ IT დეპარტამენტს დახმარებსთვის, ან მოგვწერეთ sms.tsu.ge- დან, გრაფა - სარეგისტრაციო განაცხადი და ახალი პაროლი გამოგეგზავნებათ კორესპოდენციით.
სასწავლო მეცადინეობის განახლებული ცხრილი განთავსებულია ფაკულტეტის ვებ. გვერდზე. დაემატა ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი ერთ სემესტრად, 2011 წლის პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის, და ასევე, შეიცვალა ვალდებულებითი სამართლის ლექციის შეთავაზებული დრო.
lms.tsu -ზე ბაზაში სტუდენტი უშუალოდ საკუთარ პროგრამასთან არის დაკავშირებული, შესაბამისად ბაზამ უნდა მოგცეთ სწორედ თქვენი პროგრამით გათვალისწინებული საგნების არჩევის შესაძლებლობა. განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მობილობით გადმოსული სტუდენტები, ხშირ შემთხვევაში სწავლობენ არასტნდარტული ცხილით, აქედან გამომდინარე დამთხვევების ან სხვა სახის პრობლემების რისკები მეტია. პრობლემების არსებობის შემთხვევაში მოგვმართეთ ბაზიდან და ფაკულტეტი, არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით დაგეხმარებათ მათ გადაჭრაში. გაითვალისწინეთ, რომ აკადემიური რეგისტრაცია არის პროცესი, რომელიც დაიწყება 13 მარტს და გაგრძელდება მომდევნო დღეებში. საგნებზე ადგილები დაემატება საჭიროებისა და არსებული რესურსების გათვალისწინებით.
საგნებს ადგილები დაემატება 14 მარტს 17 საათზე. ადგილების დამატებამდე ერთი საათით ადრე ბაზა გაითიშება.
მიაქციეთ ყურადღება! რომ ბაზას დაემატა არჩევის ღილაკის გვერდით ,,განაცხადის“ გრაფა. იმ შემთხვევაში, თუ ვერ შეძლებთ სასურველი დისციპლინის არჩევას, გთხოვთ, გააკეთოთ განაცხადი საგანზე აღნიშნული გრაფის გამოყენებით.
14 მარტს, 17 საათზე, ფაკულტეტი გახსნის საგნებზე ადგილებს, არსებული რესურსების გათვალისწინებით, სხვა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
საგნებზე ადგილების დამატება გაგრძელდება ასევე 15 მარტს 17 საათზე. სავალდებულო საგნბზე რეგისტრაციას შეძლებს ყველა სტუდენტი. არჩევითი საგნები შეთავაზებულია მიმართულებების მიხედვით. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ სწავლობთ და ასრულებთ სამართლის საბაკალავრო პროგრამას, რაც ნიშნავს, რომ რეკომენდირებულია საგნების არჩევა ყველა შეთავაზებული მიმართულებიდან.
საგნის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით განცხადებები მიღებულ იქნა 13 მარტის 12:00 - საათამდე, გთხოვთ, ბაზაში დატოვოთ გასაუმჯობესებელი საგნის შესაბამისი კრედიტი და საგანი ჩაგიჯდებათ ავტომატურად.
სასემინარო მეცადინეობის ცხრილი ვებ. გვერდზე განთავსდება მას მერე, რაც სალექციო ნაკადები დაკომპლექტდება და ფაკულტეტს შეეძლება განსაზღვროს თითოეულ სალექციო ნაკადზე სასემინარო ჯგუფების რაოდენობა. იმის გათვალისწინებით, რომ lms.tsu არის ახლი ბაზა, ფაკულტეტი გეგმავს ჩაატაროს სატესტო სემინარების არჩევაც, რომ სტუდენტები მომზადებულნი შეხვდეთ ამ პროცესს.